მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილები შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე დაიბარეს. ბურჭულაძეების სუს-ში დაბარება, 17 მარტს, მათ ოფისში "MS ჯგუფი" ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებეს უკავშირდება . აღნიშნულ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცავებმა მას შემდეგ ჩაატრეს, რაც მოქალაქეებს გაეგზავნათ სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.