სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციის მიზნით სპეციალური პლატფორმა იქმნება - Palitra News

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციის მიზნით სპეციალური პლატფორმა იქმნება

2020-03-18 15:05:13+04:00

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ცალკე აღებული კომპანიის მხრიდან იყო არაკეთილსინდისიერი ქმედების რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, ამ რთულ პერიოდში ცდილობენ, დამატებითი სარგებელი და მოგება უზრუნველყონ თავიანთი თავისთვის.