კახა კალაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად ჩართვის მსურველებს მიმართავს - Palitra News

კახა კალაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად ჩართვის მსურველებს მიმართავს

2020-03-18 14:51:36+04:00

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვისაც კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებულ ბრძოლაში მოხალისეობის სურვილი აქვს, დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე - 2722222, ან წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, მოხალისეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს და გაიაროს სპეციალური ტრენინგი, რათა იცოდეს უსაფრთხოების წესები.