ბავშვები შეიძლება იყვნენ კორონავირუსის გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის - პაატა იმნაძე - Palitra News

ბავშვები შეიძლება იყვნენ კორონავირუსის გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის - პაატა იმნაძე

2020-03-18 13:12:22+04:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით ბავშვები ისევ რჩებიან როგორც დაბალი რისკის მქონეები როგორც დაავადების მიმღებლობასთან, ასევე დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით.

ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.