ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა.ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოს 50-მდე აპარატი აქვს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ გართულების შემთხვევაში, პაციენტებისთვის ყველა საჭირო პირობა შეიქმნას. მისი თქმით, აპარატების შესყიდვა 2000-ლარამდე დაჯდა, რაც გეგმიურად იყო გათვალისწინებული. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ეკმოს“ აპარატების შეტანაც იგეგმება.