კორონავირუსის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - Palitra News

კორონავირუსის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

2020-03-16 17:09:30+04:00

კორონავირუსის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან 16 აპრილამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული, 400-მდე ადამიანი კი კარანტინში იმყოფება.

შეგახსენებთ, მანამდე შემოწმება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმაც ჩაიტარა, თუმცა ვირუსი მას არ დაუდასტურდა.