გერმანია კორონავირუსის საფრთხის გამო საზღვრებზე შეზღუდვებს აწესებს - Palitra News

გერმანია კორონავირუსის საფრთხის გამო საზღვრებზე შეზღუდვებს აწესებს

2020-03-16 09:14:19+04:00

გერმანია საზღვრებზე შეზღუდვებს აწესებს. ქვეყანა შეზღუდვებს საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან შემოიღებს, ასევე ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგთან. ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასაზღვრო გასასვლელებზე შეზღუდვები აღნიშნულ ქვეყნებთან სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება. გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 5 800-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი