რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - Palitra News

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

2020-03-13 13:50:13+04:00

რესპუბლიკური საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 40 ადამიანი იმყოფება. კლინიკის დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, რაიმე განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ლევან გოფოძე ვარაუდობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს ორი პაციენტი დატოვებს, რომლებისთვისაც საკარანტინო ვადა ამოიწურა. ამასთან, ექიმის თქმით, ადამიანებს, რომლებიც საკარანტინო სივრცეს ტოვებენ, ურჩევენ, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივ კონტაქტებს.

რაც შეეხება ისანში მყოფ 40 მოქალაქეს, რომლებიც ასევე დაკვირვების ქვეშ არიან და სამედიცინო მომსახურებას რესპუბლიკური საავადმყოფო უწევს, გოფოძე ამბობს, რომ ასევე ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.