მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 17 პაციენტიდან არც-ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - Palitra News

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 17 პაციენტიდან არც-ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

2020-03-12 15:45:30+04:00

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 17 პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია. მისი ცნობით, მათგან 7 საქართველოში რომი-თბილისის რეისითაა ჩამოსული, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. ამასთან, როგორც ენდელაძემ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.