ივანე მაჭავარიანი სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას ხარჯების ზრდის მიმართულებით აანონსებს - Palitra News

ივანე მაჭავარიანი სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას ხარჯების ზრდის მიმართულებით აანონსებს

2020-03-12 13:04:56+04:00

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას ხარჯების ზრდის მიმართულებით აანონსებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული ზომები იქნას მიღებული მიმდინარე პანდემიის შერბილებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, დააგვიანა თუ არა რეაგირება და საშუალებების შესყიდვა საქართველომ, მინისტრი აცხადებს, რომ დაგვიანებას ვერ ხედავს.