ხანძრის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით გადადგილება შეზღუდულია - Palitra News

ხანძრის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით გადადგილება შეზღუდულია

2020-03-10 17:02:00+04:00

ხანძრის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით გადადგილება შეზღუდულია. სოფელ ზედაეწერში გზის მიმდებარედ ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდებს. სოფლის რწმუნებულმა ირაკლი თორდიამ განუცხადა, დამწვარია თხილნარი და წიწვოვანი ხეები.თორდიას ინფორმაციით, გადაკეტილია გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთი და მოძრაობა შემოვლითი გზებით არის შესაძლებელი. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.