"თბილისის მიკროავტობუსი" სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს - Palitra News

"თბილისის მიკროავტობუსი" სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს

2020-03-01 14:07:39+04:00

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“, თბილისის მერიის დავალებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას იწყებს.კომპანიის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი, „თბილისის მიკროავტობუსი“ უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.„მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით. მიერ მიკროავტობუსები დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.