პრეზიდენტი - ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს! - Palitra News

პრეზიდენტი - ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს!

2020-02-27 17:01:09+04:00

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო.

ქვეყნის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს დეტალურად გააცნეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები.