საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კითხავენ - Palitra News

საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კითხავენ

2020-02-25 15:46:04+04:00

თბილისის საკრებულოს ბრალდებული წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კითხავენ. ექიმის განმარტებით, შეტყობინება 112-შიც გაუპატიურების მცდელობაზე შევიდა. მისივე განცხადებით, გამოძახებაზე მისულებს თამთა თოდაძე ძლიერ აღელვებული დახვდათ, ტიროდა და პერიოდულად ერთი და იმავეს ჰყვებოდა. ექიმმა გაიხსენა რომ თოდაძეს შემთხვევის დროს მარცხენა ხელის თითზე ჭრილობა ჰქონდა, მუხლი ჰქონდა გაწითლებული თუმცა სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.