გუდაურში, კაფე-ბარის მეპატრონისა და დაცვის თანამშრომლების ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს - Palitra News

გუდაურში, კაფე-ბარის მეპატრონისა და დაცვის თანამშრომლების ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

2020-02-25 09:38:08+04:00

გუდაურში, ერთ-ერთი კაფე-ბარის მეპატრონისა და დაცვის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1988 და 1993 წელს დაბადებული პირები.

გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს გუდაურში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, არაფხიზელ მდგომარეობაში დაკავებულებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ჩხუბის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კაფე-ბარის მეპატრონესაც მიაყენა.