"მილანში პანიკაა და სუპერმარკეტი ცარიელია... არ ვიცი, რა უნდა ქნას ხალხმა" - ემიგრაციაში მყოფი ქართველის ფეისბუქ-ლაივი - Palitra News

"მილანში პანიკაა და სუპერმარკეტი ცარიელია... არ ვიცი, რა უნდა ქნას ხალხმა" - ემიგრაციაში მყოფი ქართველის ფეისბუქ-ლაივი

2020-02-24 10:44:06+04:00

ემიგრაციაში მყოფი ქართველი, ინგა-მარიამ ბასილაშვილი ფეისბუქ-ლაივის საშუალებით გვიჩვენებს, რა ვითარებაა მილანში.

შეგახსენებთ, იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულების რაოდენობა კი 152-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შემთხვევების სწრაფი ზრდით გაკვირვებული ვარ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაავადების გავრცელება შევაჩეროთ,“- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.