რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეჭვი ეპარება, რომ კიბერშეტევები საქართველოზე რუსეთიდან განხორციელდა. როგორც კარასინმა პალიტრანიუსს განუცხადა, მას ეჭვი ეპარება, რომ მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის
"რუსეთს მგონი, ადანაშაულებენ ყველა სასიკვდილო ცოდვაში მანამ, სანამ რაღაც მოხდება. ყველაზე უკეთესი იქნება, რომ მოხდეს ციფრებითა და ფაქტებით აპელირება. დამტკიცებულია, რომ მთელი ეს ბოროტება რუსეთიდან მოდის? მე ძალიან მეპარება ეჭვი. უკვე გარკვეული პოლიტიკური წრეების ჩვევად იქცა, რომ როცა რაღაც ხდება, მაშინვე ანტირუსული სენტიმენტები იწყება" - აცხადებს კარასინი.