ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს დაიწყებს თუ არა საქართველო სამართლებრივ დავას რუსეთთან კიბერშეტევის ფაქტზე - Palitra News

ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს დაიწყებს თუ არა საქართველო სამართლებრივ დავას რუსეთთან კიბერშეტევის ფაქტზე

2020-02-21 15:16:16+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს, დაიწყებს თუ არა საქართველო სამართლებრივ დავას რუსეთთან, მის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიბერშეტევაში რუსული კვალი იყო და ამაზე სახელმწიფომ ღიად განაცხადა. მინისტრის თქმით ოფიციალური კომენტარი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაკეთდება. მისივე ინფორმაციით ამ ეტაპზე პარტნიორებთან მუშაობა არსებული სიტუაციისა და კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებაზე მიმდინარეობს.