უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს - რას ამბობს გამოძიება მკვლელობის დეტალებზე - Palitra News

უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს - რას ამბობს გამოძიება მკვლელობის დეტალებზე

2020-02-20 09:16:45+04:00

უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევა 17 თებერვალს, გვიან ღამით, სუმის ოლქის ქალაქ შოსტკაში მოხდა.

როგორც ცნობილია, შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და შემდგომ ქუჩაში გადაინაცვლა. 25 წლის მამაკაცმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ამასთანავე, შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.