თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერიამ კომპანია "სითი პარკისგან" ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება გამოისყიდა და ამჟამად არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა, და არც საარბიტაჟოში აპირებს კომპანია წასვლას. არსებული ინფორმაციით ჯარიმები 850 ათას ლარს აღწევს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ კომპანია "სითი პარკმა" დავა შეწყვიტა.