გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2020-02-18 15:11:24+04:00

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარე ითხოვდა, დაცვის მხარე კი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.