პარლამენტთან, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა - Palitra News

პარლამენტთან, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა

2020-02-18 12:06:14+04:00

პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცავები მათ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.