გია ჟორჟოლიანის შეფასებით, "ნაციონალების" მხარდაჭერით საზოგადოება უკან მიდის, "ოცნების" მხარდაჭერით კი - ადგილზე რჩება - Palitra News

გია ჟორჟოლიანის შეფასებით, "ნაციონალების" მხარდაჭერით საზოგადოება უკან მიდის, "ოცნების" მხარდაჭერით კი - ადგილზე რჩება

2020-02-12 15:23:06+04:00

"სოციალ-დემოკრატების" ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა წინა საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით უკეთესი იქნება თუ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ახალ ან ტრანსპორმირებულ პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ, რადგან სანამ ამომრჩევლის ალტერნატივა მხოლოდ “ქართული ოცნება” და „ნაციონალური მოძრაობა” იქნება მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

გია ჟორჟოლიანის შეფასებით „ნაციონალების“ მხარდაჭერით საზოგადოება უკან მიდის, „ოცნების“ მხარდაჭერით კი ადგილზე რჩება. ჟორჟოლიანის თქმით, „სოციალ-დემოკრატები“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს და ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტებთან ან მოკავშირეებთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

გია ჟორჟოლიანი გიგი უგულავას დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში წინასაარჩევნო მოვლენების განვითარებას ხელს შეუშლის.