20:04
18 ივლისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
137-წლიანი ლოდინის შემდეგ, საგრადა ფამილიაზე ბარსელონას მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა
19-06-2019

137-წლიანი ლოდინის შემდეგ, ბარსელონის მერიამ საგრადა ფამილიაზე მშენებლობის ნებართვა გასცა. მშენებლობაზე ლიცენზიის გაცემა ბარსელონის მერიისა და ტაძრის წარმომადგენლებს შორის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაიცა.

როგორ ცნობილია, მანამდე, 2018 წლის ოქტომბერში ტაძრის წარმომადგენლები დათანხმდნენ ბარსელონის მერიისთვის 36 მლნ ევროს გადახდას ქალაქის სასარგებლოდ, იმის გამო, რომ ტაძარს მშენებლობის უფლება 130 წელზე მეტხანს არ ეძლეოდა.მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტაძარი ამ თანხას 10 წლის განმავლობაში გადაიხდიდა. ფინანსები ტაძრის გარშემო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობას მოხმარდება.  ტაძარი ვალდებულია, რომ 4,6 მლნ ევრო გადაიხადოს საგადასახადოში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები