ქობულეთში ექვსსულიანი ოჯახი სახლიდან გამოასახლეს - Palitra News

ქობულეთში ექვსსულიანი ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

2020-02-07 15:16:47+04:00

ქობულეთში ცეცხლახეების ექვს სულიანი ოჯახი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა საკუთარი სახლიდან გამოასახლეს. როგორც ცეცხლახეების ოჯახი აცხადებს, მათ მევახშესთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც საცხოვრებელი სახლი დაკარგეს. მათივე თქმით, საუბარია 150 ათას დოლარზე. გამოსახლებისას ოჯახში მყოფი მოხუცი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.