თეა წულუკიანი შოთაძის პოსტიდან წასვლას შეცდომას უწოდებს და მის დაბრუნებას მიესალმება - Palitra News

თეა წულუკიანი შოთაძის პოსტიდან წასვლას შეცდომას უწოდებს და მის დაბრუნებას მიესალმება

2020-02-06 14:09:50+04:00

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს რომ ირაკლი შოთაძის მიერ გენერალური პროკურორის პოსტიდან წასვლა შეცდომა იყო და თუ ის უწყებაში დაბრუნდება მისასალმებელი ფაქტი იქნება. მინისტრის შეფასებით, თანმიმდევრული რეფორმების წყალობით, ქვეყანას აქვს დამოუკიდებელი პროკურატურა და რადგან აღნიშნული პროკურატურა ოპოზიციას არ მოსწონს წულუკიანი მიიჩნევს რომ მათი ხელისუფლებში დაბრუნება არ შეიძლება. თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურა, სასამართლო და იუსტიციის მინისტრი ფარსი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში იყო.