ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს და ის უკვე ცხოველებზე გამოცდის ეტაპზეა - Palitra News

ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს და ის უკვე ცხოველებზე გამოცდის ეტაპზეა

2020-02-06 13:23:59+04:00

დიდ ბირტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერებს მნიშნველოვანი მიღწევები აქვთ.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის ინფექციების და იმუნიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რობინ შათოქის თქმით, ახლა ვაქცინა ცხოველებზე გამოცდის ეტაპზეა, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. როგორც პროფესორმა Sky News-ს განუცხადა, საკმარისი დაფინანსების შემთხვევაში ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე ზაფხულში დაიწყება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნას დაახლოებით 8-10 თვე დასჭირდება.