დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე დაინტერესდა თვლის თუ არა ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი რომ ის პოსტისთვის და პასუხისმგებლობისთვის მზად იყო. როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ მინისტრს მიმართა, ის ყურადღებით უსმენდა მის გამოსვლას, რომელმაც ძალიან ბევრი შეკითხვა გაუჩინა. კვაჭანტირაძის შეფასებით, ეკა ტიკარაძის მოხსენება მონოტონური იყო. კვაჭანტირაძის შეფასებით 520 დადგენილებით მინიდტრმა სისტემაში უხეში ქირურგიული ჩარევა მოახდინა და ყველაფრის ჩეხვა დაიწყო. მისივე თქმით რეფორმამ 520 ჯერ დაარტყა დანა მძიმე პაციენტებს.