აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონპროექტის მიღების მოთხოვნით, ანა დოლიძემ პარლამენტის წინ აქცია გამართა - Palitra News

აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონპროექტის მიღების მოთხოვნით, ანა დოლიძემ პარლამენტის წინ აქცია გამართა

2020-02-04 12:03:04+04:00

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი და კამპანიის "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელი, ანა დოლიძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონპროექტი "რაც შეიძლება სწრაფად" მიიღოს. როგორც დოლიძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, კანონპროექტის მიღება ქართველი ხალხის მოთხოვნაა.