კადრები ინფექციური საავადმყოფოდან - ჩინეთის მოქალაქე ტყუპმა მცირეწლოვნებმა დაწესებულება დატოვეს - Palitra News

კადრები ინფექციური საავადმყოფოდან - ჩინეთის მოქალაქე ტყუპმა მცირეწლოვნებმა დაწესებულება დატოვეს

2020-02-01 18:03:08+04:00

ინფექციურში მოთავსებულმა ჩინელმა ტყუპმა მცირეწლოვნებმა საავადმყოფო დატოვეს. ისინი ყაზბეგიდან 2 დღის წინ გადმოიყვანეს თბილისში. ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, ე.წ. სწრაფი ტესტით "ა" ტიპის ვირუსი დაუდგინდა. დღეს კი, რეაბილიტაციის შემდეგ, მათ საავადმყოფო დატოვეს.