ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით, ვუჰანიდან ჩამოსული ქალია მოთავსებული - Palitra News

ინფექციურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით, ვუჰანიდან ჩამოსული ქალია მოთავსებული

2020-01-31 10:51:57+04:00

თბილისის ინფექციურ კლინიკაში გრიპის ვირუსით ამ დროისთვის ოთხი პაციენტი მკურნალობს. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით ოთხი პაციენტიდან ერთ-ერთი ქალი ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა და საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა.

გოგინავას განმარტებით, ქალს ტემპერატურა ნორმაში აქვს და მისი ვირუსი კლინიკურად არ ჰგავს კორონავირუსს. კიდევ 2 პაციენტთან გრიპი დადასტურდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ და თავს ამ დროისთვის ნორმალურად გრძნობენ, დიდი ალბათობით, "დიაგნოზი მოიხსნება". მისივე განმარტებით, ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქე, არასრულწლოვანია.