ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ მისიას უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი თემა მედიკამენტების ხარისხი და ხელმისაწვდომობაა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ფარმაცევტულ სფეროში არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციის წარმომადგენლებთან კორონავირუსის საფრთხეებთან და მის პრევენციებთან დაკავშირებითაც ისაუბრებენ.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველო ვირუსის გავრცელების კუთხით კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ზონაში რჩება, ხელისუფლება კი შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურს აკეთებს, რომ ვირუსის მატარებელი მოქალაქის შემოსვლა არ მოხდეს.