თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიორგი რურუას სასამართლო პროცესის პარალელურად, მისი მხარდამჭერი აქცია გაინმართა. აქციაში მონაწილეობა "ევროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის" და მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა მიიღეს.
აქციის მონაწილეები რურუას მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მისი დაკავება არის სიგნალი, რომ ყველა, ვინც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიდის, დაიჭერენ. მათი შეფასებით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.