პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გამოვლინდება კორონავირუსი, ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას. გიორგი გახარიამ აღნიშნულ საკითხზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და შესაბამის უწყებებს კორონავირუსის მიმართულებით ჯანდაცვის სამინიტროსთან კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდა.
პრემიერის თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ყველაზე ქმედითი ნაბიჯი იყო, რომელიც შეეძლო გადაედგა მთავრობას.