"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვას საქართველოში "მეორე გავრილოვის" გამეორება და არ შემოუშვას საქართველოში რუსეთის დეგელაცია ევროსაბჭოს მინისტერიალზე, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს.
საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი პარტის წევრმა ხატია დეკანოიძემ გამართა. მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, გაკეთებულ განცხადებას რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით ამაზრზენი უწოდა. მისი თქმით პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს უსაფრთხოებას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ აკანონებს ოკუპაციას.
საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული