დონალდ ტრამპი - ჩინეთს დახმარება შევთავაზეთ, ჩვენ არაჩვეულებრივი ექსპერტები გვყავს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ჩინეთს დახმარება შევთავაზეთ, ჩვენ არაჩვეულებრივი ექსპერტები გვყავს

2020-01-28 10:10:57+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-მ ჩინეთს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა.

"ვირუსთან დაკავშირებით ჩინეთთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. აშშ-ში ვირუსის ძალიან მცირე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სიტუაციას მკაცრად ვაკონტროლებთ. ჩინეთს საჭირო დახმარება შევთავაზეთ. ჩვენ არაჩვეულებრივი ექსპერტები გვყავს!", - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

ამასთანავე, აშშ-მ და კანადამ საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაივანში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ავსტრალიაში.