საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს. იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას. მისი განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა.
ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. ჯერ- ჯერობი უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას გერმანიაში მოქმედი ელჩი ვახტანგ ხოკრიშვილი.