ბერლინში მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეული 2020" ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. ცერემონიას და გამოფენის ფარგლებში გამართულ სოფლის მეურნეობის მინისტრთა მე-12 კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი მონაწილე ქვეყნების დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენაში 16 ქართული კომპანიას მონაწილეობს. ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ჭაჭა, თაფლი, ლიმონათი, ნატურალური წვენები, ჩაი, მშრალი ხილი.
გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანმშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მხარეები წარმატებულ გამოცდილებას გააზიარებენ.