განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. მისი ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და იდეას გაყოფის შესახებ მოწინააღმდეგ არ ჰყოლია.
რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც ქანთარია აღნიშნავს, სამინისტროების გაყოფა პრობლემას არ შექმნის, რადგან კულტურის სფეროსთვის ბიუჯეტი ცალკე მუხლად არის გამოყოფილი.
სამთავრობო ცვლილებები, რომლის თანახმადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტროები დაემატა, მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს 2018 წელს განხორციელდა.