ჯეიმს ბონდის მუსიკალურ თემას ბილი აილიში შეასრულებს. - Palitra News

ჯეიმს ბონდის მუსიკალურ თემას ბილი აილიში შეასრულებს.

2020-01-17 14:36:59+04:00

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ბილი აილიში "ჯეიმს ბონდის" ახალი, რიგით 25-ე ფილმის No Time to Die ამავე სახელწოდების მუსიკალურ თემას შეასრულებს. ცნობილია, რომ მან კომპოზიცია თავის ძმასთან, ფინიასთან ერთად დაწერა.

ბილი ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, ვინც ამ კინოსურათისთვის ტრეკი დაწერა და ჩაწერა", - ნათქვამია ფილმის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე