ქავთარაძის ქუჩაზე დამწვარი სავაჭრო ობიექტის 400 ათას ლარამდე ზარალი მიადგა - Palitra News

ქავთარაძის ქუჩაზე დამწვარი სავაჭრო ობიექტის 400 ათას ლარამდე ზარალი მიადგა

2020-01-14 09:06:22+04:00

ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი დაახლოებით 400 000 ლარამდეა. ერთ-ერთი დამწვარი მაღაზიის მფლობელის ნნიკა ლოლაძის თქმით, მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. მისივე განცხადებით, მაღაზიაში სამშენებლო მასალებს ყიდდა.თბილისის სახანძრო სამაშველოს სამსახურის ხელმძღვანელის ოთარ კერესელიძის განცხადებით ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 350-400 კვადრატული მეტრის ფართობი.მისივე ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალას გაუჩნდა. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა