"გაყინული 2" ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად დასახელდა - Palitra News

"გაყინული 2" ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად დასახელდა

2020-01-10 08:44:57+04:00

"გაყინული 2", რომელიც კომპანია Disney-მ გადაიღო, მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Вox Office Mojo ავრცელებს.

ანიმაციური ფილმი ეკრანებზე 2019 წლის ნოემბერში გამოვიდა და დღეისთვის მისი მთლიანი სალარო შემოსავალი მილიარდ 325 მილიონ დოლარს შეადგენს. დღემდე ყველაზე შემოსავლიან მულტფილმად ითვლებოდა "სუპერ ოჯახი 2" მილიარდ 243 მილიონი დოლარის შემოსავლით და „გაყინულის“ პირველი ნაწილი მილიარდ 281 მილიონი დოლარის სალარო შემოსავლით.

რაც შეეხება ფილმებს, Вox Office Mojo-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი სალარო შემოსავალი - 2 მილიარდ 797 მილიონი დოლარი მიიღო ფილმმა "შურისმაძიებელი დასასრული", ამ ფილმმა გადაასწრო ჯეიმს კამერონის "ავატარს", რომელიც 2009 წელს გამოვიდა და მთელს მსოფლიოში 2 მილიარდ 789 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მესამე ადგილზეა "ტიტანიკი", რომელიც 1997 წელს გამოვიდა და რომლის სალარო შემოსავალმა მთელს მსოფლიოში 2 მილიარდ 187 მილიონი დოლარი შეადგინა.