20 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ს G ლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა და ფორტ ვეინთან ერთად პირველად დამარცხდა. ვისკონსინ ჰერდთან გამართული მატჩი ფორტ ვეინმა 6 ქულით დათმო - 115:121. გოგამ პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულას, 13 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 3 დაფარებას მოუყარა თავი. ქართველმა ცენტრმა 6 ორქულიანი ჩააგდო, 5-დან ვერცერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა და 3-დან 2 საჯარიმო ზუსტად ესროლა. გოგამ 13-დან 10 ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა. ინდიანამ დაბალ ლიგაში ალიზ ჯონსონიც გაანათხოვრეს, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. ფორტ ვეინი G ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.