ლიბიაში, მეამბოხე გენერლის, ხალიფა ჰაფთარის ძალებმა ქალაქ სურთზე კონტროლი დაამყარეს. ამდრომდე ქალაქს გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობა აკონტროლებდა. ლიბიის ეროვნული არმიის წარმომადგენლის, აჰმედ ალ-მოსმარის ინფორმაციით, სურთი „სრულიად გათავისუფლებულია“.
შეგახსენებთ, თურქეთმა ლიბიის აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად რეგიონში სამხედროების გაგზავნა უკვე დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა 3 იანვარს მიიღო.
ცნობისთვის, 2014 წლის მოვლენების შემდეგ ლიბია ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც ცნობილია, გაერო ლიბიის დროებით მთავრობას აღიარებს, ხოლო რუსეთი, ირანი და ეგვიპტე აღმოსავლეთ ლიბიაში ხალიფა ჰაფტარის რეჟიმს უჭერენ მხარს.