ოსური მედია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზეზს ასახელებს და იუწყება, რომ ის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა - Palitra News

ოსური მედია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზეზს ასახელებს და იუწყება, რომ ის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა

2019-12-28 16:30:10+04:00

sputnik-ossetia-ს ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. გამოცემის ცნობით, ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების ბრძანებას ხელი 28 დეკემბერს მოაწერა. ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.