ადგილები, სადაც მძღოლები ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმდებიან - Palitra News

ადგილები, სადაც მძღოლები ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმდებიან

2019-12-26 08:11:58+04:00

მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, 332 ჯარიმა გამოიწერა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.

კერძოდ, უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 170 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოვლინდა. მას მოსდევს იმერეთი - 135 დარღვევით, ხოლო მე-3 ადგილზე ქვემო ქართლია, სადაც 13 ფაქტი დაფიქსირდა.

ამასთან, უწყების მონაცემებით, ტექინსპექტირების გაუვლელობის 11 შემთხვევაზე გამოიწერა ჯარიმა - კახეთში; თბილისში - 2; ხოლო მცხეთა-მთიანეთში -1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - 274; ხოლო 1-ელ კვარტალში - ათას 646 ჯარიმა იყო გამოწერილი.