რამდენი ადამიანი ირჩენს თავს ვაჭრობით საქართველოში - მონაცემები "საქსტატმა" დაითვალა - Palitra News

რამდენი ადამიანი ირჩენს თავს ვაჭრობით საქართველოში - მონაცემები "საქსტატმა" დაითვალა

2019-12-25 14:33:49+04:00

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45 ათას 100 კაცი ვაჭრობდა, რომელთა 44,3 პროცენტი თბილისზე მოდის.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ რეალიზებულია 302 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი, რომელთა 19,9 პროცენტი სასურსათო საქონელზე მოდის, 74,4 პროცენტი - არასასურსათო საქონელზე, ხოლო 5,7 პროცენტს ცხოველების და ფრინველების ჯგუფი შეადგენს. ამასთან, 90 მილონ 600 ათასი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.

აღსანიშნავია, ისიც რომ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბაზრების და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის 61,5 პროცენტი თბილისზე მოდის.