პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს გააგრძელებს - Palitra News

პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს გააგრძელებს

2019-12-19 16:55:32+04:00

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს გააგრძელებს. მისი თქმით, მიუხედავად ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების - "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის და "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის და "თურქსტრიმის" მშენებლობისა, მოსკოვი უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირებას ევროპაში არ შეწყვეტს.

"საკითხი დგას გაზის მოცულობის შესახებ და დროის შესახებ, თუ როდის დასრულდება შესაბამის კონტრაქტზე მუშაობა. ეს ჩვენს ინტერესებშიც არის. უკრაინის გავლით გზა ევროპამდე უფრო გრძელია ბალტიის ზღვის გზასთან შედარებით და უფრო ძვირიც ჯდება, თუმცა, მაინც მზად ვართ მის შესანარჩუნებლად", - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, კრემლის ლიდერი ირწმუნება, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ფასდაკლებით.