გაიხსნა თუ არა რუსული კულტურის ცენტრი საქართველოში - ზურაბ აბაშიძის პირველი კომენტარი - Palitra News

გაიხსნა თუ არა რუსული კულტურის ცენტრი საქართველოში - ზურაბ აბაშიძის პირველი კომენტარი

2019-12-19 16:04:18+04:00

არსებული ინფორმაციით, შვეიცარიის საელჩოს რუსულ სექციაში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას "სოვა ნიუსი" ავრცელებს. ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია ცენტრის გახსნაზე არცერთ ოფიციალურ უწყებას არ გაუვრცელებია.

"პალიტრანიუსის" ინფორმაციიის გადამოწმებისთვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს დაუკავშირდა. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოში არავითარი რუსული კულტურის ცენტრი არ გახსნილა.