პატრიარქმა ქადაგებისას თვითმკვლელობაზე ისაუბრა - Palitra News

პატრიარქმა ქადაგებისას თვითმკვლელობაზე ისაუბრა

2019-12-19 14:01:02+04:00

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაში ყურადღება თვითმკვლელობაზე გაამახვილა.

როგორც პატრიარქმა განაცხადა, კაცობრიობა გაჭირვებაშია და ისვე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს.

ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზს შესთხოვა გაჭირვებული ადამიანების დახმარება.

თვითმკვლელობის გახშირებულ ფაქტებზე აქცენტები გააკეთეს სამების საკატედრო ტაძრის სხვა მღვდელმსახურებმაც, სადაც ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა.